მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი მეტროსადგური მგზავრებს დღეიდან მოემსახურება - ფოტო

59e46a1cb73f6
BM.GE
16.10.17 12:24
1415
თბილისის ახალი, 23-ე მეტროსადგური "უნივერსიტეტი" დღეს გაიხნსა. მეტროსადგური მგზავრებს დღის მეორე ნახევრიდან, 16:00 საათიდან მოემსახურება.

ახალი მეტროსადგურის ამოქმედებასთან ერთად ამუშავდება მეტროსადგურ "ვაჟა ფშაველას" ორივე ხაზი. 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მაისში დაიწყო. პროექტის ღირებულება 83, 000, 670 ლარია და იგი არსებული, დაკონსერვებული გვირაბების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 20 წელი დაკონსერვებული იყო.

გთავაზობთ ფოტოკოლაჟს ახალი მეტროსადგურიდან: