მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ნაკვეთების ექსპროპრიაცია მოხდება

59520bbbd5678
BM.GE
27.06.17 11:39
1224
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას მიენიჭა უფლებამოსილება ახალციხე-ბათუმის ელექტროგადამცემი ხაზის (220 კვ) მშენებლობის ფარგლებში მოახდინოს 2 ფიზიკური პირის ნაკვეთის ექსპროპრიაცია. საუბარია ბათუმში მდებარე 882 კვ.მ და 651 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე.

პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) 2014 წლის 3 სექტემბერს გაფორმებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფინანსებით ხორციელდება ახალციხე -ბათუმის 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რათა მოხდეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ახალი ჰესების („შუახევის“ და „კორომხეთის“ ჰესები) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი. 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი ახალციხის არსებული 500/400 კვ-იანი მუდმივი ძაბვის ქვესადგურიდან დაიწყება და ბათუმის არსებულ 220 კვ-იანი ქვესადგურს დაუკავშირდება. ხაზის მთლიანი სიგრძე 150 კილომეტრია.