მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალ სახელმძღვანელოებს, სავარაუდოდ, თურქული კომპანია დაბეჭდავს

5b50538235274
მეგი კავთუაშვილი
19.07.18 13:00
877
I-VI კლასების გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებს სავარაუდოდ თურქული კომპანია დაბეჭდავს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასრუქტურის სააგენტოს მიერ ბეჭდვაზე გამოაცხადებულ ტენდერში სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ყველაზე კონკურენტუნარიანი ფასი, 7 მლნ ლარი თურქულმა კომპანია „ihlas gazetecilik anonim şirketi“ -მ წარმოადგინა. მის გარდა ტენდერში ორი ქართული კომპანია მონაწილეობს. შპს „ახალმა საქართველომ“ საერთო ღირებულებად 8.8 მილიონი ლარი წარადგინა, ხოლო კონსორციუმმა, რომელიც ქართული სტამბების „სეზანის“, „ფავორიტი სტილის“, გამომცემლობა „კოლორის“ გაერთიანებაა - 8.4 მილიონი ლარი დაასახელა. ვაჭრობა სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე გაიმართა, თუმცა ადგილობრივი კომპანიების ფასი თურქული კონკურენტის შეთავაზებას ბევრად აღემატება.

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა კონტრაქტის წინა დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე უკვე ატვირთულია.
ტენდერის ფარგლებში სულ 2 569 744 ცალი სახელმძღვანელო და 1 298 447 ცალი რვეული დაიბეჭდება.

სახელძღვანელოების პირველ ნაწილს ქვეყნის მასშტაბით სკოლებში 10 სექტემბრამდე შეიტანენ. ტენდერში გამარჯვებულმა წიგნების ტრანსპორტირება მუნიციპალურ რესურსცენტრებამდე უნდა უზრუნველყონ.