მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალ ქართულ ავიაკომპანიაში $50 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა

5b07c56d60aee
ელენე გოგბერაშვილი
25.05.18 13:00
4556

ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანია იწყებს. "ჰუალინგ ჯგუფის" დაფუძნებულმა და საქართველოში ბაზირებულმა ავიაკომპანიამ რამდენიმე ჩარტერული რეისი უკვე შეასრულა, თუმცა, რეგულარული ფრენების შესრულებას ივნისიდან დაიწყებს. როგორც BM.GE-სთან ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი, იგორ აფციაური აცხადებს, My Way Airlines-ის ავიაპარკი ორი Boeing-737 ტიპის თვითმფრინავით არის წარმოდგენილი, თუმცა, წლის ბოლომდე კომპანიას კიდევ ორი თვითმფრინავი შეემატება.

ფრენებს ახლადშექმნილი ავიაკომპანია როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.

"ვიწყებთ რეგულარულ რეისებს თბილისის აეროპორტიდან თეირანის, ხარკოვის და თელავივის მიმართულებით. პარალელურად დავიწყებთ იგივე მიმართულებით ფრენებს ბათუმის აეროპორტიდან. თელავივისა და ხარკოვის მიმართულებით ფრენები 12 ივნისიდან შესრულდება, გვექნება ასევე ჩარტერები. სექტემბრიდან დავიწყებთ ალბათ ევროპის მიმართულებებს. ეს იქნება პარიზი, მილანი და დიუსელდორფი.  წლის მეორე ნახევრიდან დავიწყებთ ასევე ფერენებს ურუმჩიში და ერთი ორი მიმართულება დაემატება ახლო აღმოსავლეთშიც",-აცხადებს იგორ აფციაური.

My Way Airlines ევროპის მიმართულებების გარდა, უახლოეს პერიოდში ფრენების დაწყებას გეგმავს აშშ-შიც.

"ავიაკომპანიის განვითარების ბოლო ეტაპზე, 2-3 წელიწადში, როცა გვეყოლება Boeing  777, ჩვენ უკვე ამ ბოინგით შევძლებთ ტრანსატლანტიკური ფრენები შევასრულოთ ამერიკაში, ასევე ჩინეთში და უფრო შორეულ მანძილებზე. ამერიკისთვის გვჭირდება ლიცენზია და დაახლოებით 2-3 წელიწადში სრულიად შესაძლებელი იქნება ეს მიმართულებაც დავამატოთ",-აცხადებს აფციაური.

მისი თქმით, დღესდღეობით კომპანიაში 50 მლნ დოლარზე მეტია ინვესტირებული.

"ეს არის სრულიად ქართულია ვიაკომპანია, რომელიც შედეგება ქართული ეკიპაჟით, მენჯმენტის 99% საქართველოს მოქალაქეებითაა დაკომპლექტებული. ინვესტიცია წლის ბოლოსთვის კიდევ უფრო გაიზრდება კომპანიის განვითარების პარალეურად. ჩვენ უკვე დასაქმებული გვყავს 100- ზე მეტი ადამიანი’’,-აცხადებს იგორ აფციაური.