მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოსადგურების მოსაწესრიგებლად ეკონომიკის სამინისტრო წელს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს

595358cd3d5f3
BM.GE
28.06.17 11:29
1194
ავტოსადგურების მოსაწესრიგებლად ეკონომიკის სამინისტრო წელს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ამის შესახებ „საქმის კურსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა განუცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა შინაარსის ვალდებულებებს დააკისრებს მთავრობა ავტოსადგურების ოპერატორ კომპანიებს.

"ავტოსადგურები და საქალაქთაშორისო გადაზიდვები საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სამუშაო ჯგუფები ამ საკითხზე მუშაობენ და ვვარაუდობთ, რომ ამ საკითხზე მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება გარკვეული წინსვლა“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ როგორც გასული წლის ნოემბერში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხმალაძემ „საქმის კურსს“ განუცხადა, ტრანსპორტის სფეროს რეგულირების შესახებ კანონპროექტის წარდგენა საკანონმდებლო ორგანოსთვის ახლო მომავალში იგეგმებოდა. მისი ინფორმაციით, ახალი კანონი განსაზღვრავს როგორც მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოების სტადარტებს, ისე ითვალისწინებს ავტოსადგურების სერტიფიცირებას.