11.ივლისი.2018 20:44
საზოგადოება

ავტოპარკის შემცირების კონკრეტული გეგმა აგვისტოში გახდება ცნობილი

ავტოპარკის შემცირების კონკრეტული გეგმა აგვისტოში გახდება ცნობილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ავტოპარკის შემცირება სახელისუფლებო სექტორს შეეხება, მაგრამ მინისტრმა დღეს კონკრეტული ფისკალური ეფექტი ვერ დაასახელა.

როგორც პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, წლის ბოლომდე სხვადასხვა უწყების ავტოპარკი დაახლოებით, 1000 ავტომობილით შემცირდება.

„ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. პრემიერმა გააჟღერა, რომ მომავალი თვის ბოლოსთვის გვექნება კონკრეტული გეგმა მრავალი მიმართულებით. აღნიშნული მიმართულებების გადაწყვეტილებების მიზანია ერთის მხრივ, ხელი შევუწყოთ იმას, რომ მცირე მთავრობის პრინციპიდან გამომდინარე, უფრო ნაკლები ავტომობილი იყოს, უფრო ნაკლები იყოს დანახარჯი ავტომობილებთან დაკავშირებით, ხოლო მეორეს მხრივ, გაჟღერებულ იქნა ის ინიციატივები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში უფრო უკეთესი ეკოლოგიური გარემოს შექმნას. ამ მიმართულებით მნიშვენლოვანი ცვლილებები იქნება გაჟღერებული“, - განაცხადა გაგუამ და დასძინა, რომ როდესაც გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ბუნებრივია, ეს ცვლილებებს შეიტანს მათ შორის ფისკალურ ნაწილშიც.
ავტორი: თელარა გელანტია



20.სექტემბერი.2018 11:42
32

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გაიზარდა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 11:23
85

ელექტრო მიკროავტუბუსები და ავტობუსები დღგ-სა და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 10:54
186

ხევი-უბისას მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 10:33
51

საქართველოში საარბიტრაჟო სასამართლო ჩამოყალიბდება

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 10:32
209

სატვირთო ავტომობილის ერთ-ერთმა მძღოლმა პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 09:30
50

თბილისი ზღვაზე მშნებლობები სანიტარული ნორმების იგნორირებით ხდება

ვრცლად