მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების ლიზინგით შეძენისას, ჯარიმებს სალიზინგო კომპანიების ნაცვლად, ლიზინგით მოსარგებლეები გადაიხდიან

58ac2d80108b8
ელენე გოგბერაშვილი
21.02.17 16:07
4543
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან ერთად ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუშაობს პროექტზე, რომელიც ავტოლიზინგის დარგის ხელშეწყობისკენაა მიმართული. კერძოდ, როგორც ბიზნესომბდმენის მოვალეობის შემსრულებელმა ექსკლუზიურად "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, დღეს სამართალდარღვევების შემთხვევაში ჯარიმები მისდით თავად სალიზინგო კომპანიებს და არა ლიზინგის მიმღებ პირებს. ახალი პროექტის მიხედვით კი, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ლიზინგი დაექვემდებარება რეგისტრაციას.

შედეგად, სამართალდარღვევების დროს დაჯარიმდება არა სალიზინგო კომპანია, არამედ ლიზინგის მიმღები პირები.

"პროექტი დასრულების ეტაპზეა და ამ ინიციატივის ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება შსს-ს მიერ. ეს ეხება ვიდეო და ფოტო ჯარიმების, ასევე პარკირების ჯარიმების გავრცელებას არა სალიზინგო კომპანიებზე, არამედ ლიზინგის საგნის მიმღებზე. სალიზინგო კომპანიები ავტოლიზინგის დროს მანქანებს გადასცემენ ლიზინგით რომელიმე პირს, თუმცა ვიდეო ჯარიმის ან პარკირების ჯარიმის დროს, როცა მძღოლი გაურკვეველია და ვერ დგინდება ვინაა სამართადამრღვევი, ჯარიმა ეკისრება მესაკუთრეს. გამოდის, რომ ჯარიმდებიან საიზინგო კომპანიები, რადგან ავტომობილების მესაკუთრებიი ისინი არიან. ვმუშაობთ შსს-თან, რომ ლიზინგი დაექვემდებაროს ნებაყოფლობით რეგისტრაციას. რეგისტრირებული ლიზინგის შემთხვევაში დაჯარიმდება ლიზინგის საგნის მიმღები და არა სალიზინგო კომპანია", - განუცხადა ზურაბ ძნელაშვილმა "ბიზნესკონტრაქტს".