08.მარტი.2016 10:11
ბიზნესი

ავტობუსების პარკის განახლებაზე სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება

ავტობუსების პარკის განახლებაზე სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას და ევრობანკის მმართველ დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ფრანსი მალიჟის შეხვდა.
 
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე ისაუბრეს, კერძოდ საუბარი შეეხო: ავტობუსების პარკის განახლებას, მეტროს მოდერნიზაციას და საბაგირო გზების განვითარებას. ამასთან, მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობაზეც გაამახვილეს, ისაუბრეს ნარჩენების მართვის კუთხით მუნიციპალური ტექნიკის განახლებასა და გარე-განათების სისტემების გაუმჯობესებაზე.

ბრუნო ბალვანერას განცხადებით, ახალ ავტობუსებზე ტენდერი ამ დროისათვის მიმდინარეა და სატენდერო წინადადებების მიღება მომავალ კვირას დასრულდება. მისივე შეფასებით, აღნიშნული პროექტი იქნება ნათელი მაგალითი ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობისა.

"გარდა ავტობუსების ტენდერისა, რაც მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ვისაუბრეთ, ასევე, სამომავლო თანამშრომლობაზეც, ისეთ საკითხებზე როგორიცაა - მყარი ნარჩენების მართვის კუთხით მუნიციპალური ტექნიკის განახლება, ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ, განვიხილეთ ასევე, თბილისის მეტროპოლიტენის და საერთოდ, მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის შემდგომ მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებში მხარდაჭერა და ასევე, გარე-განათების თანამედროვე, ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც მათი მხრიდან ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი მასალა გვაქვს შემოთავაზებული, თუმცა საჭიროა უფრო მეტი დეტალიზაცია ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით. შესაბამისად, მივიღეთ თანხმობა და ვაგრძელებთ ყველა ამ საკითხზე აქტიურ მუშაობას", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ



16.თებერვალი.2019 11:20
1716

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
124

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2196

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
113

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
963

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
839

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად