მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრიის ალპებში საბაგირო გზაზე გონდოლები ერთმანეთს შეეჯახნენ

5c0d891c36e36
BM.GE
09.12.18 21:43
7719
ავსტრიის ალპებში, ტიროლის რეგიონში მდებარე სათხილამურო კურორტში საბაგირო გზაზე ავარია მოხდა. ჰოჩზილერტალის საბაგიროზე ერთმანეთს ხუთი გონდოლა შეეჯახა.

ძლიერმა ქარმა გონდოლების სამართავი სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა, რის შედეგადაც ხუთი გონდოლა, რომელთაგან თითოეული 10 მგზავრზე იყო გათვლილი ერთმანეთს შეეჯახა.

ავარიის შედეგად არავინ არ დაშავებულა, გონდოლები ამ დროს ცარიელი იყო. სამართალდამცავებმა მომხმდარის შესწავლა დაიწყეს.

საბაგირო გზა 2018 წელს განაახლეს, 10-მგზავრიანმა გონდოლებმა ღია ტიპის გონდოლები ჩაანაცვლეს. ცვლილება საბაგირო გზის გამტარუნარიანობის ზრდას ისახავდა მიზნად.