მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრიელმა რეჟისორმა თუშეთზე ფილმის გადაღება 31 000 ევროთი დააფინანსა

5c70231175861
თამუნა ქემერტელიძე
23.02.19 21:00
7284
ავსტრიელმა რეჟისორმა საქართველოზე ფილმის გადასაღებად საკუთარი ბიუჯეტიდან 31 ათასი ევრო გამოყო.

როგორც BM.GE -ის ფილმის რეჟისორმა რეინჰარდ ფორსტინგერმა განუცხადა, ფილმი თუშეთის რეგიონსა და მის ტურისტულ პოტენციალზეა.

“დაახლოებით, 16-ჯერ ვიმოგზაურე საქართველოში. პროექტის მთლიანი ღირებულება 31,000 ევრო იყო, რომელიც სრულად მე დავაფინანსე, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ავსტრიის ადგილობრივი მთავრობისგან მცირე დაფინანსება მივიღე, 2500 ევროს სახით”, - აცხადებს ფორსტრინგერი.

მისივე თქმით, ფილმის გადაღებები ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა დღეს პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია.

რაც შეეხება ფილმის სახელწოდებას, ის გერმანულად შემდეგნაირად ჟღერს “Heimat auf Zeit“ (Home for the Time Being) - ანუ “დროებითი” სამშობლო.

“ფილმის ნახვის შესაძლებლობა აქვს ყველას, გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში. მათ შორის კინოთეატრებსა და ინტერნეტში. არაერთი ადამიანი ვიცი, 30-70 წლამდე, ვისაც სწორედ ისეთი საკითხები აინტერესებს, როგორიც ფილმშია აღწერილი. “ Heimat auf Zeit“ ნახვის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ქართველ მაყურებელსაც აქვს; როგორც ვიცი, ქართველების დაახლოებით 60% არასდროს ყოფილა თუშეთში”, - აცხადებს ფილმის რეჟისორი BM.GE-თან საუბარში.