04.თებერვალი.2016 12:36
ბიზნესი

ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისის აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის

ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისის აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უნგრული ავიაკომპანია ვიზეარს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება 2016 წელს ავიაკომპანია ვიზეარის ბაზის გახსნის შესახებ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სასახელობის საერთაშორისო აეროპორტში.
 
როგორც უწყებაში განმარტავენ, წარმატებით დასრულებული მრავალწლიანი მოლაპარაკების შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი მუდმივად განათავსებს ერთ თვითმფრინავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით სულ 23 ბაზას ფლობს, 24-ე ბაზა უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება. ეს იქნება რეგიონში ვიზეარის პირველი ბაზა.

უნგრული ავაიაკომპანია ვიზეარი 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ხოლო ბაზირების შედეგად ქუთაისი გახდება რეგიონში პირველი აეროპორტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ბაზირებით, რაც ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის ზრდასა და ახალი მიმართულებების განვითარებას.

2016 წლის 19 თებერვალს დაგეგმილა ავიაკომპანია ვიზეარის დირექტორის, ჯოზეფ ვარადის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში მოხდება ბაზისა და სამომავლო გეგმების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.

ავიაკომანია ვიზეარის ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს.

2015 წელს ავიაკომპანია ვიზეარმა გადაიყვანა 19,2 მილიონი მგზავრი. კომპანიის პერსონალი 2,600 მაღალკავიფიციურ კადრს მოიცავს.
 



15.იანვარი.2019 12:00
830

,,ვაზისუბნის მამულში“ ღვინის ახალ საწარმოს ააშენებენ

ვრცლად
15.იანვარი.2019 09:50
413

,,ვაზისუბნის მამული“ ევროპაში ლოგისტიკურ ცენტრს ქმნის

ვრცლად
14.იანვარი.2019 17:08
44

Nexia International-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონალურ კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს

ვრცლად
14.იანვარი.2019 16:06
281

ბიზნესომბუდსმენი: თამბაქოზე აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმა მთავრობამ დარგს უნდა გააცნოს

ვრცლად
09.იანვარი.2019 17:03
100

„ვისოლმა“ საქველმოქმედო ჩვენებას „შობა ტიფლისში“ უმასპინძლა

ვრცლად
07.იანვარი.2019 15:02
710

„სამი პინგვინი“ - $2 მლნ-იანი ინვესტიციით ბაკურიანს კიდევ ერთი სასტუმრო შეემატა

ვრცლად