09.აგვისტო.2018 15:08
საზოგადოება

ავიაკომპანია TAROM საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს

ავიაკომპანია TAROM საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს
მიმდინარე წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, რუმინული ავიაკომპანია “TAROM” საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე ავიარეისები 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ფრენები ამ მიმართულებით Airbus A318-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია “TAROM“-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 7 აგვისტოს მიენიჭა.

ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტი ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. აქამდე რუმინეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.

ავიაკომპანია “TAROM” 1954 წელს დაარსდა. 2010 წელს, რუმინეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ავიაგადამზიდველი “SkyTeam“-ის ალიანსის წევრი გახდა. ავიაკომპანია ამჟამად ორმოცდაათამდე რეგულარულ და ჩარტერულ მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.



22.თებერვალი.2019 11:36
211

დეზერტირების ბაზარში ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

ვრცლად
21.თებერვალი.2019 19:50
1693

ირაკლი როსტომაშვილი: საპარკინგე ადგილებზე სურსათის მაღაზიებია, ასე არ შეიძლება

ვრცლად
21.თებერვალი.2019 19:00
1813

"ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე ანადგურებს ადამიანებს, თუ მას გულში აქვს ჩადებული"

ვრცლად
21.თებერვალი.2019 18:51
1688

საცხოვრებელთან უფასო პარკირებისთვის მეპატრონის მიერ სისტემაში ავტომანქანის ნომრის მითითება იქნება აუცილებელი

ვრცლად
21.თებერვალი.2019 17:29
135

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სასტუმრო "პულმანს" ესტუმრა

ვრცლად
21.თებერვალი.2019 16:40
463

"ადამიანები რომ გამოვიდნენ ქუჩაში, მამუკა ხაზარაძე უნდა იყოს საპროტესტოდ განწყობილი"

ვრცლად