ორშ, 29 მაისი
ENG
04.12.2015 | 18:37

ავიაგადამზიდავი Ryanair-ი კომპანია Google-ს სასამართლოში უჩივის

კატეგორია: მსოფლიო
ირლანდიური საბიუჯეტო ავიაგადამზიდავი Ryanair-ი კომპანია Google-ს და eDreams უზენაეს სასამართლოში უჩივის. ავიაკომპანია მათ არაკეთილსინდისიერ რეკლამაში ადანაშაულებს. Ryanair-ის უფლებადამცველთა პოზიციის მიხედვით, საძიებო სისტემა "გუგლი" ინტერნეტ პორტალს საშუალებას აძლევს ტურების უკანონო ონლაინ დაჯავშნები განხორციელდეს ყალბი დომენის www.ryanair.eDreams.com გამოყენებით. მომჩივანი კომპანიის მტკიცებით, eDreams-ი Ryanair-ის ვებ-გვერდის მსგავსი დიზაინის და კონტენტის დომენს იყენებს და ყიდის ავიაბილეთებს რეალურთან შედარებით გაზრდილ ფასად. მას შემდეგ რაც Google-მა და eDreams-მა უარი თქვეს დამკვიდრებულ პრაქტიკა შეეცვალათ, ავიაკომპანიამ უზენაეს სასამართლოს მიმართა. კომპანია eDreams-ში არ იზიარებენ ავიაგადამზიდავის პოზიციას, Google-ის წარმოადგენლობას კი თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
უკან დაბრუნება
539ნახვა
ავიაგადამზიდავი  Ryanair-ი კომპანია Google-ს სასამართლოში უჩივის
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი