მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაციის უნივერსიტეტში ახალი საერთაშორისო სტანდარტების პროგრამები ამოქმედდება

598bf4565255b
BM.GE
10.08.17 10:00
815
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ავიაციის უნივერსიტეტში ახალი საერთაშორისო სტანდარტების მოდულური პროგრამები ამოქმედდება, რომლებიც დაეხმარება კურსდამთავრებულებს დასაქმდნენ ქართულ და საერთაშორისო ავიაკომპანიებში.

პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ახალი ტექნიკაც შეემატება, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით საავიაციო უნივერსიტეტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი ანგარი აქვს, სადაც განთავსდა ტექნიკური მომსახურების სასწავლო ბაზისა და პრაქტიკული სწავლებისათვის განკუთვნილი ბოინგ-737 ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც ასევე უნივერსიტეტის მფლობელობაშია.