11.აგვისტო.2018 10:00
საზოგადოება

ავიაციის სააგენტომ Georgian Airways დააჯარიმა

ავიაციის სააგენტომ Georgian Airways დააჯარიმა

6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „ჯორჯიან ეარვეისს“, რომელმაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის მქონე პირი არ უზრუნველყო ეტლით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის აპრილში შეისწავლა აღნიშნული ფაქტი და დაადგინა, რომ ავიაკომპანიამ დაარღვია სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის მე-16 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ“ წესის მე-7 მუხლის მე–2 პუნქტი, რაც გულისხმობს ავიაკომპანიის მიერ აეროპორტის ოპერატორისათვის ინფორმაციის მიწოდებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მომსახურებასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე არ არის ავიაკომპანიის წინასწარი შეტყობინება და მგზავრი უშუალოდ გაფრენისას განაცხადებს მისთვის სპეციალური მომსახურების საჭიროების თაობაზე. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 19 აპრილს დაადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ავიაკომპანია „Georgian Airways“ დააჯარიმა.

“„საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესი“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2013 წელს მიიღო. რეგულაცია შემუშავებულია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად (Reg. N1107/2006) და მისი მიზანია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა და მათი უფლებების დაცვა. ნორმატიული აქტის მოქმედება ვრცელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, რომლებიც სარგებლობენ ან აპირებენ ისარგებლონ სამგზავრო კომერციული საჰაერო მომსახურებით საქართველოს აეროპორტებში, გამგზავრების, დაფრენის, ტრანზიტის და/ან ტრანსფერის დროს, აგრეთვე შეზღუდლი შესაძლებლობების მქონე იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნების აეროპორტებიდან საქართველოს მიმართულებით საქართველოს ავიაგადმზიდველის/ მომსახურე ავიაგადამზიდველის მეშვეობით. დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ოპერატორისა და მომსახურე ავიაგაგადამზიდველის ვალდებულებები ზემოთაღნიშნულ პირებთან მიმართებაში”, - განმარტავენ სააგენტოში.



18.იანვარი.2019 00:54
177

ზაზა ფაჩულია საქართველოში, სიონის ტბასთან სასტუმროს ააშენებს

ვრცლად
17.იანვარი.2019 21:15
237

საქართველოს საჰაერო სივრცეს ყოველდღე 273-ზე მეტი სატრანზიტო რეისი კვეთს

ვრცლად
17.იანვარი.2019 20:45
566

"ბინაში გაზის, წყლის და ელექტროენერგიის შეყვანა ექსპლუატაციასთან კავშირში არაა"

ვრცლად
17.იანვარი.2019 19:15
207

"სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს"

ვრცლად
17.იანვარი.2019 18:50
752

"ესაა კონტროლისა და ზედამხედველობის სისტემის უსუსურობა"

ვრცლად
17.იანვარი.2019 18:32
199

ენერგეტიკოსი: ქალაქი დგას ნაღმზე

ვრცლად