მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტს სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანამატების გაცემასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

5ba9fa4219019
თამუნა დემეტრაშვილი
25.09.18 13:03
564
აუდიტის სამსახურს სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანამატების გაცემასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ამის თაობაზე საუბარია სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყებების 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელფასო დანამატების გაცემა სხვადასხვა საფუძვლით ხდებოდა, თუმცა საბოლოოდ შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ ხდებოდა. "დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების საკმარის გამჭვირვალობას, ვინაიდან, ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დოკუმენტში.

მთლიანობაში, 2017 წლის განმავლობაში სამინისტორს ცენტრალურ აპარატსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ 13 სსიპსა და ა(ა)იპიში დანამატის სახის 8,8 მილიონი ლარია გაცემული, რაც მთლიანი სახელფასო ხარჯის 17%-ს შეადგენს. ყველაზე მეტი დანამატი- სახელფასო ხარჯის 42%, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს.