მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტორიულმა კომპანია PKF Georgia-მ საქართველოში ახალი ოფისი გახსნა

58f9bed5722e0
BM.GE
21.04.17 12:08
3626
PKF Georgia-ს ქართულ ბაზარზე მუშაობის 10 წლის იუბილე აქვს. კომპანია, ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებს აუდიტორულ, ბიზნეს-საკონსულტაციო, საგადასახადო, საშემფასებლო, ბიზნეს-განვითარებისა და სხვა სახის პროფესიულ მომსახურებებს აწვდის.

საკონსულტაციო კომპანიამ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალი ოფისი გახსნა. PKF Georgia კლიენტებს აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ბიზნეს-ცენტრ მოზაიკაში მოემსახურება.

საქართველოს ოფისი PKF international -ის 150 ქვეყნის ოფისიდან ერთ ერთია. საერთაშორისო კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით სულ 400-ზე მეტი წევრი ჰყავს.
PKF International Limited აღმასრულებელი დირექტორი ჯონ სმიტი აცხადებს, ქართული ბაზარი საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველია, რამდენადაც ეკონომიკა წლიდან-წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

"ვხედავთ, რომ ქართული ბაზარი წლიდან-წლამდე იზრდება. განსაკუთრებით ყურადღსაღებია ის ფაქტი, რომ ბიზნესის კეთება ამ ქვეყანაში ძალიან მარტივია. ამ მიმართულებით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილს იკავებს ავსტრალიასა და გერმანიას შორის. ცხადია, რომ ქვეყანა გახსნილია ახალი ინვესტიციებისთვის. მაგრამ სამწუხაროა, რომ საქართველოს შესახებ ბევრმა არ იცის. ძალიან ცოტა ადამიანმა იცის ამ ქვეყნის სილამაზის, ტურისტული და სოფლის მეურნეობის პოტენციალის შესახებ; და რაც მთავარია, ამ ხალხის შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ეკონომიკა იზრდება. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენც გავიზრდებით. ჩემი სამშობლო შოტლანდიაა, რომელიც სულ მცირედით აღემატება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას. მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი წარმომადგენელობა გვაქვს შოტლანდიაში და გვსურს, რომ ასევე იყოს აქ, საქართველოშიც. გვინდა, რომ განვითარდეს არა მხოლოდ საბუღალტრო აღრიცხვის სფერო, არამედ სხვა მიმართულებებიც, რომლებიც საბოლოოდ მისცემენ ჩვენს ბიზნესს გაზრდის საშუალებას",- აცხადებს ჯონ სმიტი.

კომპანია გარდა ბაზარზე უკვე კარგად დამკვიდრებული სერვისებისა, როგორიცაა აუდიტი და საბუღალტრო მომსახურება, მომხმარებლებს სხვა ტიპის სერვისებსაც აწვდის.

"აუდიტორიული ქსელები ძირითადად ცნობილია აუდიტორიული და ბუღალტრული სერვისებით, რაც ერთ-ერთ პირველ პროდუქტს წარმოადგენს. თუმცაღა, ჩვენ ვართ ინტელექტუალურ სერვისებშიც. ეს შეიძლება იყოს თანამედროვე ტექნოლოგიების კონსალტინგი, სასტუმროების კონსალტინგი, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი თემა, რომელიც მოითხოვს ინტელექტუალურ მუშაობას და ეს ყველაფერი საერთაშორისო ნორმების მიხედვით",- აცხადებს კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით გვეტაძე.