მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

59c4e3c9dfb52
სალომე მეცხვარიშვილი
22.09.17 14:41
1133
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს დღესდღეობით შემთხვევათა 47%-ში ითვალისწინებენ. ახალ გენერალურ აუდიტორს კი სურს, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს, სწორედ ამიტომ პარლამენტთან მუშაობის გააქტიურებას აპირებს. ირაკლი მექვაბიშვილის აზრით, აუდიტის სამსახურის დასკვნებისა და რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო უნდა გახდეს, რაც უწყების მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის.

"ჩვენი მუშაობა გაცილებით ეფექტური იქნება პარლამენტთან, ერთობლივად შევიმუშავებთ ისეთ მექანიზმებს, რომ ჩვენი დასკვნების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების კოეფიციენტი რამდენადაც შესაძლებელი იქნება ამაღლდეს",- განაცხადა მექვაბიშვილმა.