მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის განათლების სამინისტროსაგან თანამშრომელთა ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრას მოითხოვს

5ba0e327436d0
თამუნა დემეტრაშვილი
18.09.18 15:35
455
სახელმწიფო აუდიტის სამსახური განათლების სამინისტროს რეკომენდაციას აძლევს, რომ ცენტრალურ აპარატში და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, თანამშრომელთა ოპტიმალური ოდენობა განსაზღვროს, - ამის შესახებ საუბარია სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის დოკუმენტში.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელფასო ფონდები გაცილებით მეტია, ვიდრე რეალური საკასო ხარჯი, რაც იმის შედეგია, რომ სტრუქტურებში უფრო ნაკლები ადამიანი მუშაობს, ვიდრე საშტატო ნუსხითაა განსაზღვრული. წლის განმავლობაში ამ კუთხით ჯამურმა ეკონომიამ 4,220 ათასი ლარი შეადგინა ,

"ეკონომია თავის მხრივ განაპირობა ცალკეულ საშტატო პოზიციებზე ვაკანსიების არსებობამ, რომელიც წლების განმავლობაში არსებული არაოპტიმალური საშტატო სტრუქტურის შედეგია. თანხა მიმართული იქნა შრომის ანაზღაურების სხვა ფორმის - პრემია/დანამატების - ხარჯების დაფინანსებაზე", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში. უწყება სამინისტროს მოუწოდებს გამოასწოროს ეს ხარვეზი.