მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი წლის ბოლო თვეებში არათანაბარ საბიუჯეტო ხარჯვას პროგნოზირებს

5bc73f7874adb
თამუნა დემეტრაშვილი
17.10.18 17:54
695
აუდიტის სამსახურში ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტის აქამდე აუთვისებელი თანხები, წლის ბოლო თვეებში დაიხარჯება და ეს ხარჯვა ბოლო წლებთან შედარებით, ყველაზე მასშტაბური იქნება. ამის შესახებ საუბარია სამსახურის მოხსენებაში, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მთავრობის ანგარიშს ეხება. უწყების გათვლებით, იმ შემთხვევაში, თუკი ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა (12,5 მლრდ ლარი) შესრულდება, მაშინ ბოლო 4 თვის განმავლობაში, საშუალო თვიური ხარჯი 1,3 მილიარდს უნდა გაუტოლდეს, რაც გასული 8 თვის საშუალო მაჩვენებელს 45%-ით აჭარბებს. (საშუალო თვიური მაჩვენებელი 901 მილიონი იყო),,იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლის 8 თვის ათვისების ტენდენციები წინა წლების შესაბამისი პერიოდის მსგავსია, ხოლო შესრულების მაჩვენებელი შედარებით დაბალია, 2018 წლის ბოლოს მოსალოდნელია გადასახდელების ათვისების უფრო მასშტაბური ზრდა, წინა თვეების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით“-აცხადებენ აუდიტის სამსახურში.