მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი: ფეხბურთის განვითარების ფონდში თანამდებობრივი სარგოები კანონით გათვალისწინებულზე მაღალია

5975e746a3bc5
BM.GE
24.07.17 16:24
1033
2016 წლის განმავლობაში ა(ა)იპ ფეხბურთის განვითარების ფონდში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 3,000 ლარს, მაშინ როდესაც მოქმედი კანონმდებლობით ის არ უნდა აღემატებოდეს 1,500 ლარს. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ფონდის დირექტორის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 6,250 ლარს, მაშინ როდესაც ის არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს-2,950 ლარს.

„სამინისტროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისის დაშვების თაობაზე“, - განმარტავენ აუდიტში.