მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი: ფეხბურთელთა ნაკრებმა 274 736 ლარი ბიუჯეტში უნდა დააბრუნოს

5b55ec2f0bfda
ანა ლაპიაშვილი
23.07.18 19:00
1128
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 2015, 2016 და 2017 წლის 9 თვეში გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის
შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგებითაც გამოვლინდა რომ 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე უეფას რეგულაციებით, ევროპის ჩემპიონატის ნაკრების საკვალიფიკაციო გასვლით მატჩებში - მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯების ასანაზღაურებლად, უეფადან გამოყოფილი თანხიდან - 135,000 ევროდან, ფეხბურთის ფედერაციას ხუთი გასვლითი მატჩის - მგზავრობის, კვებისა და დაბინავების ხარჯები უნდა დაეფინანსებინა. რეალურად კი, ერთ გასვლით მატჩში 82,809 ლარი დაიხარჯა, ხოლო ოთხ გასვლით მატჩში - სამინისტროდან ფედერაციაში გადარიცხული საბიუჯეტო სახსრები - 332,320 ლარის ოდენობით.

უეფას მიერ გამოყოფილი 135,000 ევრო (357,545 ლარი) კი ფეხბურთის ფედერაციაზე უეფას მიმართ რიცხული ძველი ვალების დასაფარად გამოიყენეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნავს: " გამომდინარე იქიდან, რომ დაფინანსების პირდაპირი წყარო არსებობდა და იმის გათვალისწინებით, რომ უეფადან გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი ხუთივე გასვლითი მატჩის დასაფინანსებლად (სხვაობა - 57,584 ლარი), ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსებულიყო მხოლოდ 57,584 ლარი. შესაბამისად, გამოყოფილი 332,320 ლარიდან ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება - 274,736 ლარი“, - აღნიშნავს აუდიტი.