მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი: დანამატის გაცემის დროს მიზეზები უნდა იყოს დასაბუთებული კანონის მიხედვით

5ba0f7ec2b3f2
კესო კაციტაძე
18.09.18 17:04
578
აუდიტის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროში გაცემულ დანამატებთან დაკავშირებულ ეჭვებზე ისაუბრა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დანამატების გაცემისას აუცილებელია მიზეზის დეტალური დასაბუთება.

„დანამატის გაცემის დროს მიზეზები უნდა იყოს დასაბუთებული კანონის მიხედვით. კანონმდებლობით შესაძლებელია დანამატის გაცემა ზეგანაკვეთური მუშაობისთვის, ასევე დასვენების და სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის. მთავარ კითხვის ნიშანს სწორედ საფუძველი წარმოადგენდა, რადგან ჩვენ ვფიქრობთ , რომ უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ჩაშლილი და დასაბუთებული მიზეზები.“ - განაცხადა აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა.

გარდა ამისა შერმადინმა აღნიშნა ისიც, რომ მსგავსი შემთხვევები სხვა უწყებებთანაც ყოფილა, სადაც შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სამინისტროს სისტემაში თანამშრომლებზე 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულია სულ 26,365,952 ლარის ხარჯი, მათ შორის, დანამატი 3,926,265 ლარი.