მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტი: 2016-2017 წლებში სახალხო დამცველს დადგენილზე მეტი შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავდა

5c47180359c3c
დათო ჯალაღონია
22.01.19 22:00
855
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 2016-2017 წლებში სახალხო დამცველი აპარატს ჯამურად, დადგენილზე 52 ერთეულით მეტი შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავდა.

აღნიშნული დასკვნა აუდიტმა „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის საფუძველზე გამოიტანა, რომლის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს, გამონაკლისის დაშვება კი, მხოლოდ საქართველოს მთავრობას შეუძლია.

„საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიეცა თანხმობა შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 2016 წელს განსაზღვრულიყო 22 ერთეულით, ხოლო 2017 წელს - 18 ერთეულით. გამოვლინდა, რომ 2016 წლის განმავლობაში, აპარატის შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენდა 49 ერთეულს, ხოლო 2017 წელს - 43-ს. შედეგად, 2016 წლის განმავლობაში აპარატის შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 27 ერთეულით, ხოლო 2017 წელს 25 ერთეულით აჭარბებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ოდენობებს“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.