მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატმის ექსპორტი იზრდება

5b4f4799db55b
BM.GE
18.07.18 18:00
1381
17 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 8.2 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 4.8 ათასი ტონით (2.4-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ატმის საბითუმო ფასი 0.60-დან 1.00 ლარამდე მერყეობს.

ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (73.2%), სომხეთის რესპუბლიკაში (15.6%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8.8%), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება.

„ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას“, - განმარტავენ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროში.