მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასტანას ოფიციალურად შეეცვალა სახელი - დღეიდან ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ჰქვია

5c92289ac6c32
შოთა ტყეშელაშვილი
20.03.19 15:53
5753
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას - სახელი ოფიციალურად ეცვლება; დღეს ქვეყნის პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირეს.

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსურლებლის ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის თქმით, მისი სახელის უკვდავსაყოფად აუცილებელია ქვეყნის ყველა ქალაქის მთავარ ქუჩას ნურსულთანის სახელი ეწოდოს, ამასთანავე, დედაქალაქის ცენტრში აღიმართოს ნაზარბაევის ძეგლი. 

გუშინ, 19 მარტს, 30-წლიანი მმართველობის შემდეგ, ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა. ადგილმონაცვლედ 79 წლის მმართველმა სენატის სპიკერი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის შეარჩია.

ის დროებითი მმართველი იქნება და ქვეყანას 2020 წლამდე უხელმძღვანელებს. სენატის სპიკერის პოსტს კი, პრეზიდენტის უფროსი შვილი დარიგა ნაზარბაევა შეასრულებს.