მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში საშუალო ფენის წლიური შემოსავალი $61,400-მდე გაიზარდა

5ba0dcf517e1e
ლევან თაღიაშვილი
18.09.18 15:03
1123
ამერიკის შეერთებულ შტატებში საშუალო ფენის წლიური შემოსავალი 61,400 დოლარამდე გაიზარდა. CNN Money-ს ინფორმაციით, არსებული ზრდა ზოგადი შემოსავლების მატებას უკავშირდება, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაიწყო. საშუალო შემოსავალი 2015 წელს 5.2%-ით გაიზარდა, 2016 წელს,3.2%-იანი ზრდა დააფიქსირა, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 1.8% იყო.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ აგვისტოში აშშ-ში 201,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამჟამად მსოფლიოს პირველ ეკონომიკაში უმუშევრობის დონე 3.9%-ია, რაც 18 წლის მინიმუმს შეადგენს. IMF-ის მონაცემებით, აშშ-ში მშპ ერთ სულ მოსახლეზე ამჟამად $62 150-ია.