მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,8 მლნ ბარელით გაიზარდა

5b5046e9979ea
BM.GE
19.07.18 12:07
666
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,8 მლნ ბარელით გაიზარდა და შეადგინა 411,1 მლნ ბარელი.

ბენზინის მარაგები შემცირდა 3,165 მლნ ბარელით და შეადგინა 235,832 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები შემცირდა 371 ათასი ბარელით და შეადგინა 121,311 მლნ ბარელი.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში შემცირდა 1,62 მლნ ბარელით 7,43 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.

აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 1,635 მლნ ბარელით დღე-ღამეში 9,1 მლნ ბარელამდე დღე-ღამეშე.

ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში შემცირდა 0,6 მლნ ბარელით ანუ 0,1%-ით და შეადგენს 660,2 მლნ ბარელს.

OIlnews