მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ნავთობის მარაგები შემცირდა

5a3277f8b4300
BM.GE
14.12.17 17:08
1180
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,117 მლნ ბარელით შემცირდა და შეადგინა 443 მლნ ბარელი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ბენზინის მარაგები გაიზარდა 5,664 მლნ ბარელით და შეადგინა 226,546 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები შემცირდა 1,370 მლნ ბარელით და შეადგინა 128,076 მლნ ბარელი.

აშშ-ის ნავთობის იმპორტი გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 127 ათასი ბარელით დღე-ღამეში 7,2 მლნ ბარელამდე დღე-ღამეშე.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა 24 ათასი ბარელით 9,682 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში.

ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში შემცირდა 0,3 მლნ ბარელით და შეადგენს 671.4 მლნ ბარელს.