მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში დაოჯახებული მამაკაცები უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე დაუოჯახებლები

5ba26044d3dcc
ლევან თაღიაშვილი
19.09.18 18:38
816

ამერიკაში დაქორწინებული მამაკაცები უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე სხვები. Bloomberg-ის მიხედვით, იმ მამაკაცების წლიური საშუალო ხელფასი, რომლებმაც ოჯახი შექმნეს გაცილებით მაღალია და 65 წლის ადამიანისთვის $69700-ს შეადგენს, მაშინ როდესაც იგივე ასაკში მყოფი დაუოჯახებელი მამაკაცი $45200-ს გამოიმუშავებს. 

განსხვავებული სიტუაციაა ქალებში, თუმცა აქ ფინანსური შემოსავალი სტატუსის მიხედვით დიდად არ განსხვავდება. 65 წლის დაოჯახებული ქალბატონები საშუალოდ წელიწადში $40800-ს გამოიმუშავებენ, დაუოჯახებლები კი $41400-ს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში საშუალო ხელფასი ოფიციალურად $59055-ს შეადგენს.