მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ჩინური ინვესტიციები 92%-ით შემცირდა

5b2e3cfda8202
BM.GE
23.06.18 18:16
857
აშშ-ში ჩინური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა. CNN Money-ს ინფორმაციით, მიზეზი მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის არსებული დაძაბული ვითარებაა.

მათი ცნობით, წლების განმავლობაში აშშ-ში ჩინური კომპანიების რიცხვი და ინვესტიცია სულ უფრო იზრდებოდა, თუმცა, იანვარ-მაისში ჩინურმა ინვესტიციებმა აშშ-ში მხოლოდ 1,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 92%-ით ნაკლებია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე და ბოლო შვიდი წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს წარმოადგენს.
გამოცემის ცნობით, მიზეზი ვაშინგტონსა და ბეიჯინგს შორის არსებული ურთიერთობაა, რომელიც სავაჭრო მიმართულებას ეხება და რომელიც ასევე გამომდინარეობს აშშ-ს მიერ ჩინეთისთვის დაწესებული რეგულაციებით.