მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს ხელისუფლება ვენესუელასთვის სანქციების გაფართოებას გეგმავს

598dd5c53380d
BM.GE
12.08.17 18:00
895
აშშ-ს ხელისუფლება ემზადება ვენესუელელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების გაფართოვებისთვის, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტთან არიან დაკავშირებულები.

Reuters-ის ინფორმაციით, ახალი სანქციები თავის მხრივ მოიცავს აშშ-ს ტერიტორიაზე აქტივების გაყინვას, ასევე აღნიშნულ პირებს აეკრძალებათ შტატების ტერიტორიაზე შესვლა. საბოლოო გადაწყვეტილება სანქციების გაფართოებაზე ჯერ მიღებული არ არის. Bloomberg-ის ინფორმაციით, სანქციები შესაძლოა 10 დან 20-მდე ადამიანს შეეხოს.

წინასწარი ვარაუდით, მომავალი სანქციები აშშ-სგან ნავთობის სფეროს წარმომადგენლებზე გავრცელდება.

აშშ-ს ადმინისტრაციის წყარო აღნიშნავს, რომ საქნციები მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს და ჯერ ისევ განხილვის ეტაპზეა.