მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს ეკონომიკა 2018 წლის მეორე კვარტალში 3.9%-ით გაიზარდა

5b2a42e4ca0d7
ლევან თაღიაშვილი
20.06.18 16:00
682
FED-ის მონაცემებით აშშ-ში ეკონომიკა 2018 წლის მეორე კვარტალში 3.9%-ით გაიზარდა. ასეთი მონაცემები 2014 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, Bloomberg წერს, რომ სავარაუდოდ, ეს ზრდა საკმაოდ მოკლე ვადიანი იქნება. ამ წარმატების უდიდესი ნაწილი განაპირობა ტრამპის ახალმა საგადასახადო სისტემამ, რომელიც 1.5 ტრილიონ დოლარზე მეტს დაუტოვებს წლების განმავლობაში ბიზნესს. მისი შედეგები სწორედ მეორე კვარტალში აისახა სხვადასხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებში.  მიუხედავად ასეთი მაღალი მაჩვენებლისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 4%-იანი ზრდა მხოლოდ დროებითია.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში უმუშევრობის დონე 48 წლის მინიმუმზეა და ამჟამად 3.8%-ს შეადგენს. მხოლოდ აპრილსა და მაისში  კი ქვეყანაში 387,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა .