მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ ცენტრს 4 სპეცმანქანა გადასცა

5c7157931f675
თელარა გელანტია
23.02.19 23:00
4059
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 სპეც-მანქანა გადასცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გამოიყენება და მთიან რეგიონებში განაწილდება.

სასწრაფო დახმარებისთვის გადასაცემი მანქანები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა. სპეც-მანქანების საშუალებით დროული და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი.

ავტოტრანსპორტის გადაცემის ცერემონიას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო.
მან მანქანების აღჭურვილობა აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლებთან - ორმხრივი ურთიერთობის ოფიცერ, მაიორ კვინტინ დოლთან და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერ, დავით სანიშვილთან ერთად დაათვალიერა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის მაღალი გამავლობის, სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეც-მანქანების გადაცემა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.