მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ახალ რეკორდს მიაღწია

5c655c3910121
ლევან თაღიაშვილი
14.02.19 16:13
822
აშშ-ის სახელმწიფო ვალი $22 ტრილიონამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს ეს რიცხვი $5.6 ტრილიონს შეადგენდა, მომდევნო რვა წელში გაორმაგდა და $10 ტრილიონი გახდა, რამდენიმე დღის წინ კი სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია და ამჟამად $22 ტრილიონს შეადგენს.

CNN Money ვალის გაზრდის რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორისაა ერაყსა და ავღანეთში საბრძოლო მოქმედებები, ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ეკონომიკური სტიმულების გეგმა და 2017 წელს დონალდ ტრამპის მიერ განხორციელებული საგადასახადო რეფორმა, რომელიც ჯამში $1.5 ტრილიონს უტოვებს კერძო სექტორს.

გამომცემლობა ასევე წერს, რომ ვალის გაზრდას საგრძნობლად ხელი ჯანდაცვისა და სოციალურმა სახელმწიფო პროგრამებმა შეუწყო.