მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა 24 საათში $5.9 მლნ-ის შემოწირულობა მიიღო

5c6eb5d26ae20
ლევან თაღიაშვილი
22.02.19 00:07
4034

აშშ-ის ახალი საპრეზიდენტო კანდიდატის შემოწირულობები ძალიან სწრაფად იზრდება. Bloomberg წერს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ახალმა კანდიდატმა, ბერნი სანდერსმა 24 საათის განმავლობაში 223,000 შემომწირველი შეაგროვა და მათ მიერ მიცემულმა თანხამ $5.9 მილიონი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ბერნი სანდერსი აშშ-ის პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს. ამის მცდელობა მას 2016 წელსაც ჰქონდა, როდესაც დემოკრატიული პარტიის პრაიმერში ყოფილ სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან დამარცხდა.

"მე საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, რადგან ჩვენ გვესაჭიროება გადაწყვეტილებები, რომლებიც მეცნიერებას დაეყრდნობა და არა - პოლიტიკას. ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც აცნობიერებს კლიმატის ცვლილების მნიშვნელობას და მის რეალურობას, ეს ეგზისტენციალური საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად, დედამიწისთვის.

ჩვენ შეგვიძლია ენერგიის ტრანსფორმაციით, ეფექტურობით და მდგრადი განვითარებით დავაგენერიროთ უამრავი სამუშაო ადგილი", - აცხადებს სანდერსი. უნდა აღინიშნოს, რომ ის 2018 წელს რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული გამოძიების მომხრე და ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა კანდიდატმა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 საათის განმავლობაში უკვე $4 მილიონის შემოწირულობა მიიღო.