მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველს ყოველთვიურად $500-ის დარიგებას ჰპირდება

5c6a9bb15ba05
ლევან თაღიაშვილი
19.02.19 00:11
3525
2020 წელს აშშ-ში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი, დემოკრატიული პარტიის წევრი, სენატორი კამალა ჰარისი თითოეულ მუშათა კლასის ოჯახს, თვეში $500 დოლარს ჰპირდება.

Yahoo finance-ის მიერ დაწერილ სტატიაში ნათქვამია, რომ კვლევის მიხედვით, ამერიკელების უმეტეს ნაწილს არ აქვს შესაბამისი დანაზოგი იმისთვის, რომ 500-დოლარიანი გაუთვალისწინებელი ხარჯი დაფაროს.

სენატორი ოჯახებს, რომელთა შემოსავალიც წლიური $100,000-სს არ აღემატება, წელიწადში $6000-ის დახმარებას სთავაზობს, ხოლო ისინი ვისაც ოჯახი არ ჰყავს, მარტო ცხოვრობს და ხელფასი $50,000-ზე ნაკლები აქვს, $3000 ღირებულების დახმარებას მიიღებს.

გამომცემლობა წერს, რომ რეფორმის განხორციელების შემთხვევაში ბენეფიციარებს თანხის მიღება როგორც ერთბაშად, ასევე ყოველთვიურად შეეძლებათ.

10 წლის განმავლობაში, რა პერიოდშიც რეფორმის განხორციელებაა დაგეგმილი, ეს პროგრამა აშშ-ის ბიუჯეტს $2.8 ტრილიონი დაუჯდება.