მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა 24 საათში $6.1 მილიონი შემოწირულობა მიიღო

5c8fbebdbde88
ლევან თაღიაშვილი
19.03.19 00:10
2587
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს კიდევ ერთი კანდიდატი, ტეხასელი ადვოკატი ბეტო ო'რუკსია შეემატა.

როგორც უცხოური მედია წერს, ბეტომ საკმაოდ დიდი რაოდენობის მხარდაჭერა მიიღო და 1 დღეში $6.1 მილიონის შემოწირულობა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ბერნი სანდერსმა, რომელიც ასევე 2020 წლის არჩევნებში იყრის კენჭს, პირველ 24 საათში საკუთარი შემოწირულობების 5.9 მილიონი დოლარით გაზრდა მოახერხა.

რაც შეეხება ტეხასელ ადვოკატს ის დემოკრატიული პარტიის პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას და შეეცდება აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდეს.

ბეტოს ერთ-ერთი მთავარი დაპირება საყოველთაო ჯანდაცვის დაბრუნება და მისი ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომობაა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.