11.იანვარი.2019 21:44
მსოფლიო

აშშ-ის მოქალაქეობის მიღება მარტივდება

აშშ-ის მოქალაქეობის მიღება მარტივდება
დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია უცხოელი მუშა ხელისთვის ვიზების გაცემის პროგრამის ცვლილებას გეგმავს.

პრეზიდენტმა საკუთარ ტვიტერზე განაცხადა, რომ H1-B სახის ვიზის მეშვეობით გაცილებით მარტივი გახდება მოქალაქეობის მიღება.

მისი თქმით, ეს ერთ-ერთი გზაა იმისთვის, რომ აღკვეთოს არალეგალური შესვლა აშშ-ის საზღვრებში, რის გამოც ამჟამად კონგრესთან  ცხარე კამათი უწევს.

„H1-B ვიზის მქონე ადამიანებისთვის სიახლეების დანერგვა იგეგმება; თქვენთვის გაცილებით გამარტივდება აშშ-ში დარჩენა და მოქალაქეობის მიღების შანსიც გაიზრდება. ჩვენ გვსურს, მონდომებულ, ნიჭიერ და მაღალკვალიფიციურ ადამიანებს შევთავაზოთ შესაბამისი პირობები ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ტრამპმა.

ინფორმაციისთვის: H1-B ვიზის პროგრამა ამერიკულ კომპანიებს რთავს ნებას, დაიქირავონ უცხო ქვეყნის მოქალაქეები წინასწარ განსაზღვრულ პოზიციებზე. ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს განაცხადა, რომ პროგრამას გადახედავდნენ, თუმცა დღემდე სხვა დეტალები ცნობილი არ იყო.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი



21.მარტი.2019 14:15
1237

როგორია სტამბოლის ახალი აეროპორტი - ფოტორეპორტაჟი

ვრცლად
21.მარტი.2019 00:20
179

დიდ ბრიტანეთში ქარხნის მუშამ 71 მლნ გირვანქა სტერლინგი მოიგო

ვრცლად
20.მარტი.2019 18:15
816

ევროკავშირმა Google €1,490,000,000-ით დააჯარიმა

ვრცლად
20.მარტი.2019 15:53
2669

ასტანას ოფიციალურად შეეცვალა სახელი - დღეიდან ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ჰქვია

ვრცლად
20.მარტი.2019 00:15
2017

2019 წლის ყველაზე ძვირი ქალაქები

ვრცლად
19.მარტი.2019 22:40
2232

სად ღირს ცხოვრება ყველაზე იაფი?

ვრცლად