მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა ცოლის მოგზაურობა საარჩევნო კამპანიის ფულით დააფინანსა

5bf442787de1d
ლევან თაღიაშვილი
21.11.18 09:50
831
აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა პარტიის ფული გამოიყენა იმისათვის, რომ საკუთარი მეუღლის მოგზაურობა დაეფინანსებინა. Bloomberg წერს, რომ საუბარია დაახლოებით, $60,000-ზე, რომელიც რიკ პერის მეუღლემ, ანიტა პერიმ გამოიყენა. კვლევის მიხედვით, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა, მხოლოდ ლონდონიდან საუდის არაბეთამდე ფრენაში ანიტამ $17,000 გადაიხადა, ეს ფული კი მთლიანად მისი მეუღლის საარჩევნო კამპანიის ანგარიშიდან დაიხარჯა, მაშინ როდესაც ის გუბერნატორობაზე იყრიდა კენჭს. შარშან მან ასევე იმოგზაურა პარიზში, სადაც ისაუბრა ქალების როლზე ენერგეტიკისს სექტორში, ის ასევე ეწვია სამხრეთ აფრიკას, სადაც კერძო და საჯარო სტრუქტურის წარმომადგენლებს შეხვდა. Bloomberg წერს, რომ ეს ფული ლეგალურია, რადგან ის გუბერნატორის საარჩევნო კამპანიის დროს დარჩა ენერგეტიკის ამჟამინდელ მინისტრს.