მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერი პინჩუკი, უკრაინის დასახმარებლად კუნსის ქანდაკებას გაყიდის

BM.GE
09.06.22 10:27
288
უკრაინელი მილიარდერი ვიქტორ პინჩუკი Christie's-ის აუქციონზე მხატვარ ჯეფ კუნსის სკულპტურას Balloon Monkey-ს გაყიდის - შემოსული თანხით კი, უკრაინას დაეხმარება. ლოტის სავარაუდო ღირებულება - 10 მილიონი ფუნტი სტერლინგია და როგორც თავად მხატვარი ამბობს, მისთვის დიდი პატივია, ნამუშევრის ამ მიზნით გამოყენება. ინფორმაციისთვის, უკრაინის რიგით მეორე პრეზიდენტის ლეონიდა კუჩმის სიძის, ვიქტორ პინჩუკის ქონება ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით, 2.5 მილიარდით შემცირდა და ეს რაოდენობა მუდმივად მზარდია. ასევე მართალია კონკრეტული თანხა, რომელიც ბიზნესმენმა უკრაინელების დასახმარებლად გამოყო ცნობილი არაა, თუმცა ნჩუკების ოჯახი, თითქმის მთელ თავის დროს, უკრაინის მხარდასაჭერად იყენებენ, რომ როგორმე ომი უკრაინის სასარგებლოდ, თან რაც შეიძლება მალე დასრულდეს.