მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ GAZPROM -ს ნაკადებს გადაუკეტავს

59c90dbb2cb3f
BM.GE
25.09.17 18:03
1522
ამერიკული სანქციების გამო "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის დაფინანსების სქემა შესაძლოა, გადაიხედოს. ამერიკის მიერ რუსეთზე დაკისრებული სანქციების გამო, სავარაუდოდ, GAZPROM - ის ევროპელი პარტნიორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დაფინანსებას ვეღარ შეძლებენ. როგორც ავსტრიული კომპანია OMV-ს ხელმძღვანელმა რაინერ ზელემ განაცხადა, საჭირო გახდება ფულის რუსულ და აზიურ ბანკებში მოძიება, ან საკუთარი სახსრების ჩადება. მისი თქმით, "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მონაწილეებს მოუწევთ, გადახედონ პროექტის დაფინანსების სქემას.

ამასთან, ის ირწმუნება, რომ პროექტის რეალიზაციაზე უარს ჯერ არავინ ამბობს. ექსპერტები ამბობენ, რომ ამის გამო შესაძლოა, ვადებმა გადაიწიოს და გამორიცხული არაა, რომ GAZPROM -მა დაფინანსებისათვის „ნაციონალური კეთილდღეობის ფონდს" მიმართოს. მოცემულ ეტაპზე კომპანია Nord Stream 2 AG-ის ერთი აქციონერი - GAZPROM ჰყავს. მიმდინარე წლის აპრილში ENGIE, OMV, Royal Dutch Shell, Uniper და Wintershall-თან ხელი მოეწერა შეთანხმებას დაფინანსების შესახებ. Gazporm-ის ინფორმაციით, ამ ხუთ კომპანიას უნდა უზრუნველეყო პროექტის მთლიანი ღირებულების, რაც ამ ეტაპზე 9.5 მლრდ ევროდაა შეფასებული, 50%-ის ოდენობის გრძელვადიანი დაფინანსება.

თითოეული კომპანიის შენატანი, დაახლოებით, 950 მლნ ევროს შეადგენს.

მოგვიანებით გავრცელდა ინფომრაცია იმის შესახებ, რომ თვითონ GAZPROM და ევროპელები Nord Stream 2 AG-ზე პროექტის ღირებულების 70%-ის ოდენობის სესხს გასცემენ, წლიური 6%-იანი სარგებლით, ვადით 2019 წლამდე, რის შემდეგაც ეს თანხები ჩანაცვლდება საპროექტო ფინანსირებით. თუმცა, როგორც ზელე აღნიშნავს, ამ ოდენობით დაფინანსებას, ალბათ, ვერ მოახერხებენ, თუმცა პროექტის მენეჯმენტი სხვა შესაძლებლობების მოძიებას დაიწყებს. „ჩვენ უნდა შევაფასოთ ამ პროექტისათვის სანქციების შედეგები. მოგვიწევს, უფრო მეტად გავიხედოთ აზიური და რუსული ბანკების მიმართულებით და გაცილებით ნაკლები ვიფიქროთ ბანკებზე ევროპასა და ამერიკაში", - აღნიშნა მან.

"თუ ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდება, ისე რომ არცერთი ბანკი არცერთ ევროს მოგვცემს, ესე იგი ჩვენ მოგვიწევს მთლიანი პროექტის 100%-ით ჩვენი სახსრებით დაფინანსება", - დასძინა მან.

თუ "ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ კონკრეტული სანქციები იქნება შემოღებული, "გაიზრდება შესასვლელი ბილეთის ფასი, უბრალოდ მეტი სახსრები წავა პროექტის დაფინანსებაზე", - ვარაუდობს „ენერგეტიკული განვითარების ფონდის დირექტორი სერგეი პიკინი. "უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია, მოძიებულ იქნას დაფინანსების მოზიდვის სხვა ინსტრუმენტები. მაგალითად, GAZPROM -ს შეუძლია, გამოუშვას რაიმე სახის კორპორატიული ქაღალდები. იქ ხომ არ იქნება დაწერილი, რომ სახსრები "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის დაფინანსებისათვის იქნება მიმართული", - დასძენს ის. თავის მხრივ, "ნაციონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის" დირექტორის მოადგილე ალექსეი გრივაჩი აღნიშნავს, რომ GAZPROM -ს შეუძლია ფინანსირებისათვის "ნაციონალური კეთილდღეობის ფონდს" მართოს.

"სახსრების ნაწილი შესაძლოა, ფონდიდან იქნას გამოყოფილი. ის ხომ სწორედ ეკონომიკურად ეფექტიანი პროექტებისათვის იქმნებოდა", - აღნიშნა გრივაჩმა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, „ნაციონალური კეთილდღეობის ფონდის" მოცულობა 4 425.68 მლრდ რუბლს შეადგენს, რაც 75.36 მლრდ აშშ დოლარის ექვივალენტია. მათგან "ცოცხალი ფული" რომლებიც ცენტრალური ბანკის ანგარიშზეა, დაახლოებით, 48.7 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ასე რომ, თეორიულად, "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის სახსრები სახელმწიფოს აქვს. როგორც Sberbank CIB-ის წარმომადგენელი ამბობს, ალბათ პროექტი განხორციელდება, საკითხავია რა ვადებში და რა თანხა დაჯდება მისი მშენებლობა. პროექტის მონაწილეები კი, სავარაუდოდ, მოითხოვენ, პროექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი Gazprom-მა გაიღოს. თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

ენერგოდაიჯესტი