მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნენსკრა ჰიდრო - 46.მა ოჯახმა კომპენსაციის სახით 3.5 მილიონი ლარი მიიღო

BM.GE
11.07.19 12:45
1002
"ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის ნენსკრას ხეობაში მცხოვრებ 46 ოჯახს, გამოსყიდული მიწის კომპენსაციის სახით 3.5 მილიონი ლარი გადაუხადა, - ამის შესახებ „ნენსკრა ჰესის“ საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიწაზე უფლების მოპოვებისა და კომპენსაციის ოფიცერი კობა გაგნიძე აცხადებს. გაგნიძის თქმით, კომპანიამ მიწის სანაცვლოდ კომპენსაცია ნენსკრას ხეობაში მცხოვრებ იმ ოჯახებსაც გადაუხადა, რომელთაც მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნდათ. ამასთან, მიწების გამოსყიდვა ნაკრას ხეობაში უახლოეს პერიოდში დაიწყება.