მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ციფრული ვალუტის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს

5a2abdc59cf46
BM.GE
08.12.17 19:19
1734
ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტის უილიამ დადლის განცხადებით, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ჯერ რთულია იმის თქმა ქვეყნის ფედერალური სარეზერვო სისტემა აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ წინადადებას როდის მოამზადებს, თუმცა მისი თქმით, ამ ეტაპზე სახელმწიფო საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს და მიმდინარეობს ციფრული ვალუტების შეფასება.

Bank for International Settlements მიხედვით, ბიტკოინი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ვალუტების რეიტინგში მე-6 ადგილზეა.

ბიტკოინი უკვე რეალურად არის მსოფლიოში ანგარიშსწორების ერთ-ერთი საშუალება და მისი პოპულარობა და ღირებულება რეკორდულად იზრდება.