11.ივლისი.2018 19:00
მსოფლიო

აშშ $200 მილიარდის ახალ ტარიფებს უწესებს ჩინეთს

აშშ $200 მილიარდის ახალ ტარიფებს უწესებს ჩინეთს

ტრამპის ადმინისტრაცია ტარიფების ახალ ტალღას ამზადებს ჩინურ საქონელზე. 11 ივლისს უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი $200 მილიარდის ტარიფების სიას გამოაქვეყნებს, რომელიც პერიოდულად შევა ძალაში და სრულად აგვისტოს ბოლომდე ამოქმედდება. CNN Money-ის ინფორმაციით, ტარიფების სიაში ათასობით ჩინური საქონელი შევა და მათზე 10%-იანი გადასახადი დაწესდება.

სააგენტოს ინფორმაციით, საუბარაია ჩინურ ხილზე, ბოსტნეულზე, ხელჩანთებზე, მაცივრებზე, საწვიმარ ქურთუკებზე, ბეისბოლის ხელთათმანებზე და ა.შ

პარასკევს დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ $34 მილიარდის ღირებულების ტარიფებს პეკინისგან მყისიერი პასუხი მოჰყვა იდენტური რაოდენობის გადასახადების სახით. გარდა ამისა, ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, აშშ-ის მიერ ამოქმედებულმა სანქციებმა $500 მილიარდსაც კი მიაღწიოს.

ამერიკის ეს ნაბიჯი ჩინეთს დიდ ზიანს აყენებს, თუმცა ამ ტარიფებით აშშ-ც საკმაოდ დაზარალდება - განაცხადა ჩინეთის ოფიციალურმა მხარემ.

ჩინეთის მთავრობა ასევე აცხადებს, რომ ამერიკა ისტორიაში ყველაზე დიდ სავაჭრო ომს იწყებს. 

ავტორი: ლევან თაღიაშვილი



19.თებერვალი.2019 22:30
68

სახლი, სადაც ბეზოსმა „ამაზონის“ შექმნა დაიწყო, 1.5 მლნ დოლარად იყიდება

ვრცლად
19.თებერვალი.2019 00:11
2555

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველს ყოველთვიურად $500-ის დარიგებას ჰპირდება

ვრცლად
18.თებერვალი.2019 13:00
2216

ნავთობის ბაზრის მიმოხილვა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 14:14
5072

ტრამპმა კედლის ასაშენებლად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ვრცლად
16.თებერვალი.2019 00:10
5690

მანჩესტერში ადამიანებს ქუჩაში დაძინებისთვის £100-ით დააჯარიმებენ

ვრცლად
14.თებერვალი.2019 16:13
217

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ახალ რეკორდს მიაღწია

ვრცლად