მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ას ჯორჯია-დირსი" ინვესტიციის მეორე ეტაპს იწყებს

5ba483c8d4dd8
BM.GE
21.09.18 09:37
1290
კომპანია „ას ჯორჯია“, საინფორმაციო ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის დედაქალაქში- ბაქოში უმასპინძლებს.

ქ. ბაქოში, კომპანია „ას ჯორჯია- დირსის“ - „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციის პროექტის მეორე ეტაპის წარდგენა გაიმართება, რომელიც 75 000 მ2 ევროპული ტიპის პარკსა და მტკვრის სანაპიროზე გაშენებულ ბულვარს მოიცავს. 2კმ-მდე გაგრძელებულ ბულვარზე განთავსდება ღია კაფეები, ველობილიკი, კომერციული ობიექტები, ხოლო პარკში, სადაც 5000-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება, ყველა ასაკის ადამიანისთვის, სხვადასხვა ტიპის სივრცეები მოეწყობა. ველობილიკსა და სპორტულ მოედნებთან ერთად მოეწყობა „სკეიტ პარკი“, საბავშვო ზონა, საპიკნიკე, სამაგიდე თამაშების ზონა, ველოსიპედების პარკინგი და სპეციალურად გამოყოფილი ზონა შინაური ცხოველებისთვის. ინვესტიციის ღირებულება 9 000 000 ლარს შეადგენს. გარემო შშმ პირების საჭირობებებზე სრულად ადაპტირებულია.

ქართველ ჟურნალისტებს „დირსის“ სამომავლო ინვესტიციის გეგმებს თავად კომპანიის დამფუძნებელი, შაჰინ მოვსუმოვი გააცნობს, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქეა.
მოწვეული ჟურნალისტები დაათვალიერებენ კომპანიის დასრულებულ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსს „რენესანს პალასსა“ და ვილების კომპლექსს „ვილა სიენას“.

საქართველოში უმსხვილესმა ინვესტორმა, რეგიონის წამყვანმა დეველოპერულმა ჰოლდინგმა „ას გრუპ ინვესტმენტმა,” ქართულ ბაზარზე 7 წლის განმავლობაში 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რომელიც თბილისის ყველაზე მასშტაბური პროექტის „დირსის” საცხოვრებელი კომპლექსის პირველ დასრულებულ ეტაპს და სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას მოიცავს. ამ დროისთვის, „ას გრუპ ინვესტმენტს” რამდენიმე ქვეყანაში 40 პროექტი წარმატებით აქვს შესრულებული, მათ შორის არის ლუქს და პრემიუმ კლასის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების, ვილების, ადმინისტრაციული შენობების, ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტები.

დირსის „ქალაქი ქალაქში“ პროექტის განხორციელება რამდენიმე ეტაპად იგეგმება და საბოლოოდ ინვესტიცია მილიარდ ნახევარ დოლარს გადააჭარბებს.