მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არქიტექტორი: ნებისმიერ მშენებელობაშია მცირედი კანონდარღვევა

5b4f61252f0a0
სალომე მეცხვარიშვილი
19.07.18 09:30
1279
თბილისის მერი დიღომში, გუდვილის მიმდებარედ, ანბანის სკვერში არსებული შენობის დემონტაჟს ითხოვს. პროექტის მიხდევით, ადგილზე 2-სართულიანი კაფე-ბარი უნდა მოწყობილიყო, თუმცა, სამშენებლო ნებართვის დარღვევების გამო მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა შეჩერებულია.

პროექტის არქიტექტორი ლაშა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მშენებლობის დროს დარღვევები ნამდვილად დაფიქსირდა, თუმცა, რატომ არ მოახდინა არქიტექურის სამსახურმა პროექტის კორექტირება, მისთვის ბუნდოვანია.

„შეჩერების მიზეზი არის ის, რომ მშენებელობის პროცესში მოხდა დარღვევა, რადგან პროექტის შესაბამისად არ მოხდა მშენებლობა. თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2-სართულიანი მშენებლობა, სართულის სიმაღლე იყო 3,5 მეტრი, მშენებლობის დროს კი მოხდა გადამეტება, დაახლოებით 4,5 მეტრი იყო თითო სართულის სიმაღლე.

რეალურად ეს ზონა არის საზოგადოებივ-საქმიანი, ანუ ყველაზე მაღალი შენობები ამ ზონაში იგება და რატომ მოხდა 2 მეტრის გამო მშენებლობის შეჩერება გაუგებარია. იშვიათია მშენებლობა, რომელსაც არ სჭირდება კორექტირება. ნებისმიერი მშენებელობა შენდება მცირედი კანონდარღვევით, ანუ ისე არა, როგორც პროექტშია მითითებული. შემდეგ განმცხადებელი შედის ახალი განაცხადით და ითხოვს იმ სახით კორექტირებას, როგორც აშენებულია, როგორც წესი, მერია ამაზე უარს არ ამბობს“,- აცხადებს არქიტექტორი.