მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არქეოლოგიური აღმოჩენა დავით გარეჯის უდაბნოში

59c9024c1d467
BM.GE
25.09.17 17:18
1832
აქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ჯგუფმა, დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოებისას, შუა საუკუნეების სპილენძის უნიკალურ სამონასტრო ჭურჭელს და შანდლების კოლექციას მიაკვლია. ექსპედიციამ, პროფესორ ნოდარ ბახტაძის ხელმძღვანელობით, აღმოაჩინა XVII საუკუნის საეკლესიო ინვენტარის და სატრაპეზო ჭურჭლის 21 ნიმუში. მათ შორის სადგარიანი შანდლები, ქვაბები, ლანგრები, ზარხუფები, თასები, ქაქფქირი, ჩამჩა და სხვა. მათი უმეტესობა შესანიშნავადაა ორნამენტირებული. განძი ახლადგამოვლენილი გოდოლის ნაშთის დასავლეთით მოწყობილ, ამჟამად მიწით სავსე, სამალავში იქნა ნაპოვნი.

მეცნიერების ვარაუდით, სატრაპეზოს კუთვნილი ეს განძი, მონასტრის საძმოს წევრებმა, XVII საუკუნის დასაწყისში, საქართველოს ამ მხარეში ირანელი დამპყრობლების ლაშქრობის დროს გადამალეს. აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეების ლითონის ჭურჭლის ასეთი მდიდრული კოლექცია, არქეოლოგიურად ამ დრომდე ჯერ არ აღმოჩენილა საქართველოში. წმ. დავით გარეჯელის ლავრის ეზოში, გვიანი შუა საუკუნეების საფორტიფიკაციოსი სტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.