17.ივლისი.2017 09:09
ბიზნესი

Armani, Calvin Klein, IKKS, Roman - გალერია თბილისი შემოდგომაზე გაიხსნება - ფოტო

Armani, Calvin Klein, IKKS, Roman - გალერია თბილისი შემოდგომაზე გაიხსნება - ფოტო
მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი შემოდგომაზე, რუსთაველის გამზირზე გაიხსნება. იგი მრავალ ხელმისაწვდომ და უნიკალურ ბრენდს გააერთიანებს. სავაჭრო ცენტრში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი მოიყრის თავს. მათ შორის Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman პირველად ეწვევიან საქართველოს. ახალი კონცეფციით ბრუნდებიან Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders. გარდა ამისა, გალერია თბილისში გაიხსნება H&M-ის მაღაზია, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ ბრენდის პირველ სავაჭრო ობიექტს წარმოადგენს.

„სავაჭრო ცენტრში საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია გაიხსნება, რაც კომპანია Apple-ის უშუალო ჩართულობას გულისხმობს პერსონალის კვალიფიკაციის, მაღაზიის ინტერიერის, პროდუქციის და სერვისის კუთხით. გალერია თბილისის საერთო ფართი 55, 000 მ²-ს შეადგენს. მინუს ერთ სართულზე განთავსდება სუპერმარკეტი, ბანკი, აფთიაქი, ქიმწმენდა, სილამაზის სალონი, მობილური ოპერატორის მომსახურების ცენტრი და ნივთების შეკეთების ობიექტები. შენობის პირველ ოთხ სართულზე განთავსდება ხელმისაწვდომი და ასევე მაღალი კლასის ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების მაღაზიები, ამავე სართულებზე იქნება წარმოდგენილი საბავშვო ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სპორტული აქსესუარების მაღაზიები. სავაჭრო ცენტრის კვების ზონაში სხვადასხვა რესტორანი და კაფე მოიყრის თავს. სწრაფი კვების ობიექტების ფართო არჩევანი და სხვადასხვა ქვეყნის მრავალფეროვანი რესტორნები შეხვედრების საუკეთესო ადგილად იქცევა. კვების ზონის გვერდით წარმოდგენილი ბავშვთა გასართობი ცენტრი ყველა ასაკის ბავშვს უმასპინძლებს. გალერია თბილისი იქნება პირველი სავაჭრო ცენტრი საქართველოში, რომელშიც განთავსდება სრულად აღჭურვილი ფიტნესდარბაზი. შენობის ბოლო სართულზე განთავსდება პრემიუმ კლასის კინოთეატრი ექვსი უახლესი და განსაკუთრებით კომფორტული დარბაზით, ასევე, ბოულინგის კლუბი და სპორტ ბარი ღია ტერასით.

პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ შენობაში ინტეგრირებულია „თავისუფალი“ და „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული“ თეატრები და მეტრო სადგურ „თავისუფლების მოედნის“ განახლებული ფოიე, ამასთანავე, მთელს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გალერია თბილისი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთი-ერთი წარმატებული პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს“, - განმარტავენ გალერია თბილისში.


25.ნოემბერი.2017 02:02
135

შსს-ს მიერ განახლებული ინფორმაციით, ბათუმში ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი

ვრცლად
25.ნოემბერი.2017 00:12
207

შსს: გარდაცვლილია 12 ადამიანი

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 23:11
688

სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 23:11
598

"ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძარზე შსს განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 19:07
54

GPI-მ 9 თვეში 3,2 მლნ ლარის მოგება მიიღო

ვრცლად
24.ნოემბერი.2017 18:06
106

პოსტსაბჭოთა ქვეყნების აგროსასურსათო ვაჭრობის დინამიკა

ვრცლად