მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა ხელოვნური ინტელექტი საფრთხე - მასკის და ცუკერბერგის არგუმენტები

5979c9f41fcc6
BM.GE
27.07.17 15:08
2898
ხელოვნური ინტელექტზე განსხვავებული შეხედულების გამო, ილონ მასკმა და მარკ ცუკერბერგმა იკამათეს.

Tesla-ს ხელმძღვანელის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება საფრთხის შემცველია ცივილიზაციისთვის. მანვე აშშ-ის გუბერნატორებს მოუწოდა, შემოიღონ რეგულაციები ხელოვნური ინტელექტის განვითარების სეგმენტში. მასკი ხელოვნურ ინტელექტს უწოდებს ’’უდიდეს საფრთხეს, რომლის წინაშეც ცივილიზაცია შეიძლება აღმოჩნდეს“.

Facebook-ის დამფუძნებელი მასკის პოზიციას არ იზიარებს. მას მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ცხოვრებას მხოლოდ გააუმჯობესებს და კარგისკენ შეცვლის.
’’ვფიქრობ, რომ მომავალ ხუთ წელიწადში ხელოვნური ინტელექტი უამრავ ახალ შესაძლებლობას მოგვცემს. თუ ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ გამოდიხარ, ე.ი. უსაფრთხო ავტომობილებს ეწინააღმდეგები, რომლებიც ავარიებში არ მოხვდებიან და ასევე ადამიანებისთვის დიაგნოზის უკეთ და დროულად დასმასაც ეწინააღმდეგები“ - ამბობს ცუკერბერგი.

ცუკერბერგის განცხადებას მასკი Twitter-ზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას და მარკს ამ თემაზე ბევრჯერ უსაუბრიათ და მიაჩნია, რომ ცუკერბერგს ხელოვნურ ინტელექტზე შეზღუდული წარმოდგენა აქვს.